Back to All Events

FIDIC ხელშეკრულებები - შესავალი (მოდული 1)


  • Biltmore Tbilisi 29 Shota Rustaveli Avenue T'bilisi, Tbilisi, 0108 Georgia (map)


ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ კონსულტანტ ᲘᲜᲟᲘᲜᲔᲠთა ᲐᲡᲝᲪᲘᲐᲪᲘᲐ (ACEG) FIDIC-თან თანამშრომლობით აცხადებს პირველ აკრედიტირებულ ქართულენოვან საჯარო ტრენინგს FIDIC-ის ხელშეკრულებებზე

ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲡ ᲩᲐᲐᲢᲐᲠᲔᲑᲔᲜ FIDIC-ᲘᲡ ᲐᲙᲠᲔᲓᲘᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲢᲠᲔᲜᲔᲠᲘ ᲜᲘᲜᲐ ᲪᲐᲢᲣᲠᲝᲕᲐ და  იᲠᲐᲙᲚᲘ ᲮᲔᲠᲒᲘᲐᲜᲘ, ასევე მოწვეული იქნება ᲡᲐᲚᲝᲛᲔ ᲬᲣᲠᲬᲣᲛᲘᲐ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲛᲝᲑᲘᲚᲝ ᲒᲖᲔᲑᲘᲡ ᲓᲔᲞᲐᲠᲢᲐᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲘᲡ ᲛᲝᲐᲓᲒᲘᲚᲔ

გამორჩეულად მნიშვნელოვანი ორ დღიანი ტრენინგი გთავაზობთ თანამედროვე დროში, საერთაშორისო პრაქტიკაში გამოყენებული FIDIC-ის კონტრაქტის ფორმების ანალიზს. აღნიშნული ტრენინგი შემუშავებულია ისეთ თემატიკაზე დაყრდნობით, რომელიც დამსწრეებს საშუალებას მისცემს გაეცნონ კონტრაქტების ფორმებს, მათი გამოყენების საუკეთესო მიდგომებს და გააღრმაონ თეორიული ცოდნა პრაქტიკული მაგალითების გაზიარებით. ორ დღიანი სესია მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. იქნება განხილული სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითი. მონაწილეები უშუალოდ ჩართულები იქნებიან როგორც კითხვა-პასუხის რეჟიმში, ისე პრაქტიკული დავალებების შესრულების კუთხით, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაამყარებს სესიაზე მიღებულ ცოდნას. ტრენინგის ძირითადი ნაწილი დაეთმობა კონტრაქტის ფორმების 1999 წლის გამოცემებს, თუმცა დამატებით განხილული იქნება ის არსებითი განსხვავებები, რაც მომდევნო 2017 წლის გამოცემებშია ასახული. ასევე ყურადღება გამახვილებული იქნება აღნიშნული ცვლილებების ზეგავლენაზე პრაქტიკულ გამოყენებაში.

ტრენინგი ჩატარდება 3-4 ივლისს სასტუმრო ბილტმორში (რუსთაველის გამზირი #29, თბილისი, საქართველო).

ᲚᲔᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ

ტრენინგს გაუძღვება FIDIC-ის აკრედიტებული ტრენერი  ნინა ცატუროვა, ირაკლი ხერგიანთან და სალომე წურწუმიასთან ერთად.

ტრენინგის მსვლელობისას, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაიზიარონ ლექტორების მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც კონტრაქტების მართვის ისე საინჟინრო მიმართულებითაც.

ნინა ცატუროვა არის FIDIC-ის აკრედიტებული ტრენერი (https://credentials.fidic.org/credential/5e5bdf44-e940-418d-860d-25ae7411c3b8?view=recipient). იგი არის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალი FIDIC-ის კონტრაქტების  გამოყენებაში.

ნინა არის მულტიდისციპლინური სამშენებლო საკონსულტაციო ფირმა Intelligent Solution-ის (https://www.isolution.ge) დირექტორი და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი. იგი ასევე არის საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი. დამატებით, ნინა FIDIC-ის აკრედიტებული  მომრიგებელია და შედის FIDIC-ის პრეზიდენტის მიერ რეკომენდირებულ დავების მომრიგებელთა სიაში (https://www.fidic.org/fidic-president-details/80559). იგი წარმოადგენს დავების მარეგულირებელი საბჭოს ფონდს (DBRF) საქართველოში.

ნინას საქმიანობის სფერო სამშენებლო სამართალი და დავების რეგულირებაა. იგი მუდმივად აქტიურად არის ჩართული სამშენებლო ხელშეკრულებების მენეჯმენტსა და სამშენებლო დავების მორიგების პროცესში. მას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება FIDIC-ის კონტრაქტების გამოყენებაში და ხშირად კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ მხარეებს სამშენებლო კონტრაქტების შედგენისა და მოლაპარაკების პროცესში. აღნიშნული მიმართულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნინა თავისი მაღალკვალიფიციური მიდგომებით და ხანგრძლივი გამოცდილებით არეგულირებს სამშენებლო მიმართულებით წარმოშობილ დავებს, კონსულტაციებს უწევს მხარეებს დავების თავიდან აცილების საშუალებებზე და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს დავების საბჭოში, არბიტრაჟსა და სასამართლოში.  

იგი ჩართული იყო FIDIC - ის სამშენებლო ხელშეკრულების პირობების (1999 წლის პირველი გამოცემა წითელი წიგნი) ქართულ ენაზე ოფიციალურ თარგმანსა და ხელშეკრულების იურიდიული კუთხით განხილვაში.

ირაკლი ხერგიანი არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი (ინჟინერი) სამშენებლო დარგში და აქვს FIDIC-ის კონტრაქტების გამოყენების ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილება.

ირაკლი ხერგიანი არის საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

ირაკლი არის „DOHWA Engineering Co.“, Ltd მოქმედი რეგიონული დირექტორი და წარმომადგენელი საქართველოში.

მას აქვს უმაღლესი განათლება და მაგისტრის სტატუსი საინჟინრო მიმართულებით.

ირაკლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა. მისი ხანგრძლივი და მაღალკვალიფიციური გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე დაფინანსებული მსხვილი ბიუჯეტის შესყიდვების დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვას. მისი პროფესიული უნარჩვევები ეყრდნობა FIDIC-ის კონტრაქტების მრავალწლიანი გამოყენების გამოცდილებას, რომელიც მან შეიძინა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მოწინავე პოზიციებზე მუშაობისას, ისე კერძო სტრუქტურებში საინჯინრო მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი როლის შესრულებისას, როგორც ინჟინერი, დავების მომრიგებელი, პროექტის მენეჯერი და სხვა.

ირაკლი FIDIC-ის აკრედიტებული  მომრიგებელია და შედის FIDIC-ის პრეზიდენტის მიერ რეკომენდირებულ დავების მომრიგებელთა სიაში (https://www.fidic.org/fidic-president-details/74307).

სალომე წურწუმია არის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალი FIDIC-ის კონტრაქტების  გამოყენებაში. ამჟამად იგი წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს.

ᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲝ?

მათთვის ვინც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის კონსულტანტ ინჟინრები, კონტრაქტორები, დამაფინანსებელი სააგენტოები, დამკვეთები, სადაზღვეო სააგენტოები, პროექტის მენეჯერები, ასევე იურიდიული და სამშენებლო ექსპერტები და სხვა.

ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲡᲔᲠტᲘᲤᲘᲥᲐᲢᲔᲑᲘ

მონაწილეები მიიღებენ კურსთან დაკავშირებულ სრულ დოკუმენტაციას.

დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ FIDIC კურსის დასრულების სერთიფიკატს.

ᲔᲜᲐ

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ᲡᲐᲤᲐᲡᲣᲠᲘ

·       ზოგადი რეგისტრაციის საფასური - ევრო 650 (+ 18% დღგ)

·       საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციის წევრებისთვის რეგისტრაციის საფასური - ევრო 550 (+ 18% დღგ)

ჯგუფის რეგისტრაციის შემთხვევაში მესამე და ყოველ მომდევნო წევრზე ფასდაკლება შეადგენს 10 %-ს. ჯგუფების ფასდაკლების მისაღებათ გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე-  aceg@aceg.ge.

გადახდა წარმოებს გადახდის დღეს არსებული საქართველოს ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით ლარში. საერთაშორისო გადმორიცხვის მიღება შესაძლებელია ევროში.

სრული საფასურის გადახდა მოხდება წინასწარ. საფასური მოიცავს კურსის სრულ დოკუმენტაციას, ორ დღიან სწავლებას, ლექციებს შორის ყავის შესვენებებს და სადილს, ასევე FIDIC-ის სერტიფიკატის საფასურს.

ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲐ

შევსებული აპლიკაციის მიღების შემდეგ ჩვენ გამოგიგზავნით ინვოისს. თანხის გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით.

გადახდა სავალდებულოა წინასწარ კურსის დაწყებამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი გეთქვათ კურსზე დასწრების რეგისტრაციაზე.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲘᲠᲓᲔᲗ?

მოცემული ტრენინგის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით იჩქაროთ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. რეგისტრაცია დაიხურება მონაწილეთა განსაზღვრული რაოდენობის შევსებისთანავე.

ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲣᲥᲛᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲗᲐᲜᲮᲘᲡ ᲣᲙᲐᲜ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ

თანხის დაბრუნება (გადახდილი თანხის 20% გამოკლებით, რომელიც გამოიყენება ადმინისტრაციული და საგადასახადო ხარჯების ასანაზღაურებლად)  მოხდება ტრენინგის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე, რეგისტრაციის გაუქმებაზე მიღებული წერილობითი განაცხადის საფუძველზე. სამწუხაროდ, დაგვიანებული გაუქმების განაცხადების შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება. მონაწილეთა ჩანაცვლება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

ასოციაციისგან დამოუკიდებელი გარემოებებით გამოწვეული საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცვალოს ტრენინგის ჩატარების დრო, ლექტორები, თემატიკა, თარიღი ან ადგილმდებარეობა. ტრენინგის გაუქმების შემთხვევაში საფასური სრულად ანაზღაურდება.